воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დავასრულეთ  პროექტზე მუშაობა, ვნახეთ კოლეგების მიერ მომზადებული პორთვოლიოები, მოვახდინეთ მათი ბლოგზე ატვირთვა. გავეცანით როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, თუ როგორ მოვარგოთ მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს მიღებული ცოდნა. გავეცანით თუ როგორ ხდება პორთფოლიოს წარმოდგენის გეგმა,ასევე ვისწავლე თუ როგორ ჩავრთო მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის პროცესში.ვისწავლე  როგორ ჩამოუყალიბო მოსწავლეებს 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი თაობისათვის.
.   ტრენინგზე შესწავლილ ყველა  მასალა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის .განსაკუთრებით :ელექტრონული წიგნის შექმნა .მოსწავლეებისა  და მასწავლებლების ბროშურების შექმნა,კომენტარების წერა .რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უფრო ნათლად და მიზანდასახულად გამოვიყენებ ვიდრე ვიყენებდი.

ტრენინგის მერვე დღე
გავეცანით მე-8 მოდულს.შეფასების რუბრიკას,შეფასების სტანდარტებს და მიზნებს.ტრენერმა ისაუბრა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის კონცეფციის შესახებ
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავეცანით მე-7 მოდულს.ფასილიტაციის რესურსების შექმნა,წარმატებული სასწავლოპროექტის განხორციელება,რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე.დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო განვიხილეთ მე-3 და მე-4მოდულები.როგორ ვაკეთებთ პრეზენტაციას.


 .ტრენერმა ისაუბრა სასწავლო ნიმუშის შექმნაზე.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების წერა.


ტრენინგის მეხუთე დღე
განვიხილეთ ჩვენი ნაშრომები და მივიღეთ
უკუკავშირი.ტრენერმა გაგვაცნო და ისაუბრა საავტორო უფლებებზე.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
ტრენინგის მეოთხე დღე
.,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ,განმავითარებელ  და განმსაზღვრელ შეფასებას.პირველ სტრატეგიაში შეფასების დროს ვიყენებთ
წინარე ცოდნას- ვიცი მინდა ვიცოდე.მე-2 სტრატეგიის დროს რამდენად შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა ,მე-3სტრატეგიიდან გამოვიყენებ დღიურს.მე-4 სტრატეგია წერილიბითი,ფოტო-ურნალები. მე-5 სტრატეგია ვიყენებთ პროდუქტებს,ბილოს სასწავლო კონფერენციებს.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
ტრენინგის მესამე დღე  იყო საინტერესო,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე.პროექტის შინაარსზე,მიზანზე,ზოგად.თემატურ დ აშინაარსობრივ კითხვებზე.




ტრენინგის მეორე დღე
დღევანდელი დღეც რათქმა  უნდა საინტერესოდ წარიმართა განვიხილეთ ძირითადი კურსი- სასწავლო პროექტის გეგმა.ტრენერმა გვაჩვენა გეგმის ნიმუში.შევქმენით საქაღალდეების სტრუქტურა და გავაკეთეთ მონახაზი.

ტრენინგის პირველი დღე
-დღევანდელი დღე  ჩემთვის საინტერესო იყო.ტრენერმა გაგვაცნო  თუ რას ითვალისწინებს პროექტებით სწავლება და გვაჩვენა ფილმი.აგრეთვე გაგვაცნო  და გარკვევით აგვიხსნა თუ  როგორ შეიქმნება და რისთვისაა აუცილებელი რომ ვიცოდეთ ელექტრონული წიგნის შექმნა.იმედი მაქვს დანარჩენ დღეებსაც ასე საინტერესოს გახდის ჩვენი ლამაზი გარეგნობის ტრენერი.


ელისო ფერაძის  პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული